ახალი ამბები
"გელათს როგორმე უნდა ჩამოვაშოროთ პოლიტიკური აჟიოტაჟი"
FaceBook
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ რთულ ვითარებას წინა ხელისუფლებას უკავშირებს.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, გელათის რეაბილიტაცია 2008 წელს „ნაციონალებმა“ გადაწყვიტეს.

„შედგა პროექტი, რომელიც იყო არა ვინმე არქიტექტორ-რესტავრატორის, არამედ თეატრმცოდნე - კახა ტრაპაიძის. მან შეადგინა სახურავის პროექტი, რომელშიც შემდეგ ჩაერთო გიორგი გაგოშიძე, ასევე მეცნიერი, რომელმაც თქვა: ავაღორძინოთ დავითის დროინდელი კრამიტის ტრადიცია და სანზონაში, ღუმელში გამოაცხვეს კრამიტი და გელათს დაახურეს. ამაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტები ვადგინე და იმას ვყვები, თორემ ეს ფაქტებიც არ იყო ცნობილი. ამ სახურავს არ აქვს არანაირი წყლის სისტემა, რომელიც ნალექს ძეგლისგან განარიდებს. პირველი ვიყავი მე, ვინც ვთქვი, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ კრამიტს ექსპერტიზაც არ ჰქონდა გავლილი.

2021 წელს, სამხარაულის ექსპერტიზამ გამომიგზავნა დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ეს კრამიტი არც ყინვას უძლებს და არც წყალმედეგია. ეს დიაგნოზი დავსვით ჩვენ. ეს ადამიანები, როგორ თუ მე დიაგნოზი დავსვი მათ ჩადენილ საქციელებზე, ამხედრდნენ და დაიწყეს, რომ ვიღაც სხვას შეახოცონ ხელი. თუმცა, ჩემზე ხელის შეხოცვა ცოტა ძნელია, ვინაიდან ფაქტები არის ჯიუტი.

ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ იუნესკოს ექსპერტებთან ერთად, რომ 2021 წელს უკვე ახალი დროებითი გადახურვისთვის გვეზრუნა და მიგვეღო ზომები, რომ დღეს წყალი აღარ ჩადის. ამიტომ, ყველა ის მეცნიერი, რომელიც ხმამაღლა იტყვის, რომ დღეს თითქოს გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩადის, არის სიცრუის ტირაჟირებაში ჩართული და უპასუხისმგებლო. ამჟამად, ოქტომბერში შეჩერებული სამუშაოები არის გასაგრძელებელი. ჩვენ ვნახეთ, რომ საპატრიარქომ გაიზიარა ჩემი ინიციატივა, რომ მათ მართონ ამ პრობლემების აღმოფხვრის პროცესი და გავერთიანდეთ იმის გარშემო, რომ როგორმე გელათს ჩამოვაშოროთ პოლიტიკური აჟიოტაჟი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ჯვრის მონასტრის ფასადას, წულუკიანის განმარტებით, ეს თემა მას შემდეგ წამოიწია, რაც ოპონენტებმა დაინახეს, რომ გელათის რეაბილიტაციის პროცესის პოლიტიზება ვეღარ მოხერხდა.

„როდესაც მათ დაინახეს, რომ გელათში დეპოლიტიზაციისკენ წავიდა პროცესი, ვეღარ აქვთ პოლიტიკური გასაქანი, უცბად დაიწყეს ჯვარზე „წუხილი და ზრუნვა“. იმავე ხალხს, ვინც გელათი გააფუჭა, ჯვარს მე ვერ დავაზიანებინებ. მაგრამ ჯვარი რომ გაკეთდება, მერე სხვა ძეგლი გახდება ბრძოლის ველი. მე ყველაფერს ვაკეთებ დღემდე და მომავალშიც გავაკეთებ, იმისთვის, რომ ვერცერთი ჯვარი, ვერცერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის მესაკუთრე გახლავთ სახელმწიფო და ეკლესია ან ეკლესია და სახელმწიფო, იმ ძალების ბრძოლის ველი არ გახდეს, რომლებიც დღეს ბევრს ყვიროდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ჯვარზე ფასადის რეაბილიტაცია სახელმწიფო სახსრებით დაიწყება. ამასთან, ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი, თუ ამ პროცესს დონორიც გამოუჩნდება.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.