ახალი ამბები
„პარლამენტის თითოეული წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, პირადად იქნება პასუხისმგებელი“
FaceBook
"რუსული კანონი მტრულად წარმოაჩენს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და მათ მიერ გაწეულ დახმარებას", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „დემოკრატიის მცველები“ ავრცელებენ. 

"დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტში უნდათ დაიწყონ დიდი რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანია, საქართველო გამოყონ ევროპისგან. რუსული კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა განიხილონ პარლამენტში, სპობს ჩვენი, ქართველი ხალხის შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა. ამ კანონპროექტით პარლამენტი დასმენებისა და რეპრესიების დროში დაგვაბრუნებს.

"რუსული კანონი"  მტრულად წარმოაჩენს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და მათ მიერ გაწეულ დახმარებას, საქართველოს მოსახლეობისა და დემოკრატიისადმი მათ მხარდაჭერას კი საფრთხედ აცხადებს.

ასეთი კანონი ევროკავშირში აკრძალულია. ევროკავშირმა უკვე მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მსგავსი კანონის მიღება შეუთავსებელია ამ გაერთიანების წევრობასთან. ახლა, ამ არამდგრად და მტრულ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ევროკავშირთან დაახლოება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტიაა.

დღეს და მომავალში პარლამენტის თითოეული წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, პირადად იქნება პასუხისმგებელი ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის დაკარგვაზე.


ქართველმა ხალხმა კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ, რომ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ევროპული განვითარება ჩვენი და ჩვენი წინაპრების არჩევანია. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი. არა "რუსულ კანონს!"- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - ე.წ. "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვას, რომელიც კომიტეტის სხდომაზე უნდა დაიწყოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.