ახალი ამბები
ოკაცეს კანიონი „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის” ტიტულის მფლობელი გახდა
FaceBook
ოკაცეს კანიონმა „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის” ტიტულის მიიღო.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებულ ყოველწლიურ კონკურსში Welcome to Georgia 7 დაცული ტერიტორია იყო ჩართული.

გამარჯვებული საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა.

ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარეობს და ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს. საქართველოში პირველი კლდეზე კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონს მიუყვება. ბილიკი ვიწროა და წრიული მოგზაურობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შესაძლებელი. 780 მეტრი სიგრძის კიდული ბილიკი 152 მეტრის სიმაღლეზეა, ბილიკის გვირგვინს კი, პანორამული გადასახედი წარმოადგენს.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება - Welcome to Georgia ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაშ

აღნიშნული კონკურსი ეკოტურიზმის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ფოტო: Georgian Travel Guide
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.