ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ერთ–ერთ მოადგილეს პოსტის დატოვება მოუწევს
FaceBook
ქუთაისის სპორტულ, კულტურულ და სახელოვნებო ააიპების შემდეგ, მერია ტესტირების პროცესს ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში იწყებს.

უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე ტესტირებას ბიბლიოთეკის 10 თანამშრომელი გაივლის. დანარჩენები კი საგამოცდო ტესტს ეტაპობრივად ჩააბარებენ.
ტესტირების შემდეგ კონკურის ბოლო–გასაუბრების ეტაპი ჩატარდება და კომისია იმ კონკურსანტებს გამოავლენს, რომლებიც ბიბლიოთეკაში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

უკვე ცნობილია, რომ კონკურსის შედეგად ბიბლიოთეკაში დირექტორის ორი მოადგილიდან მხოლოდ ერთი დარჩება. მერიის გადაწყვეტილებით დირექტორს ორი მოადგილე არ სჭირდება. თუმცა, ახლა მთავარი სადავო საკითხი ისაა, რომელ დარგში უფრო საჭიროა მოადგილე–სამეცნიერო, თუ საორგანიზაციო.

ვინაიდან ბიბლიოთეკას სამეცნიერო სტატუსი აღარ აქვს, ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით დირექტორის მოადგილის შტატი ავტომატურად უნდა გაუქმდეს, ნაწილი კი თვლის, რომ პირიქით –ბიბლიოთეკას სამეცნიერო სტატუსი უნდა აღუდგეს.

სამეცნიერო დარგში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის პოსტი რიტა წაქაძეს უკავია, საორგანიზაციო დარგში კი ნინო ძოწენიძეს.

ბიბლიოთეკაში ტესტირება 21 თებერვალს ჩატარდება.


მარიამ პატარაია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.