ახალი ამბები
გაფიცვის მე-15 დღე საირმეში - დასაქმებულები ხელისუფლებას მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ
FaceBook
კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლების მხარდამჭერ აქციაზე, მონაწილეების დარბევის მიუხედავად, პროტესტი მაინც გრძელდება.

გაფიცულები კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებსა და ხელფასის 30%-ით მომატებას ითხოვენ, ვინაიდან მათ მიზერული თანხით, სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში უწევთ მუშაობა.  მათი თქმით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ ვითხოვთ რაღაც კაპიკების მომატებას. სხვანაირად როგორ ვარჩინოთ ოჯახები? ასევე ვითხოვთ იმას, რომ დაცული გვქონდეს შრომის პირობები, ტექნიკურად იყოს ყველაფერი გამართული, რომ ვიმუშაოთ“,
- აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

გაფიცულებს მხარს აგრო მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირი "ლაბორი" უჭერს. როგორც მისი ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე აცხადებს, სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

„გაფიცვის მე-15 დღეა და ეს გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები არ შესრულდება. რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს, ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. პერმანენტულად დავაანონსებთ დიდ აქციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება დუმს, დამსაქმებელი კი ირონიულად იქცევა და ცდილობს დასაქმებულთა პროვოკაციაზე წამოგებას. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, სანამ არ იზეიმებს სამართალი“,- ამბობს გიორგი დიასამიძე.

"საირმე მინერალ ვოთერსის” გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის გუშინ გამართული აქცია ხმაურით დასრულდა. მათ ხელისუფლებას 1-საათიანი ვადა მისცეს და თქვეს, რომ თუ ისინი მედიაციაში არ ჩაერთვებოდნენ, საირმე-აბასთუმნის მთავარ მაგისტრალს გადაკეტავდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ მათ გზა მართლაც გადაკეტეს. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ასფალტზე მჯდომარე აქცია გამართეს. სამართალდამცველებმა გაფიცულები ძალის გამოყენებით გზიდან გადაიყვანეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

გაფიცულებმა, საღამოს, სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებთან ერთად, ბაღდათის მერიასთან გადაინაცვლეს და ხელისუფლებას მედიაციის პროცესში ჩართვა მოსთხოვეს.

"საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები უკვე ორი კვირაა, გაფუცულები არიან. მათ მხარდასაჭერად მორიგი აქცია 3 მარტს დაიგეგმა.


ამავე თემაზე:


"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ
"იკეტება ყველაფერი" - საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა
"ხმას ამოიღებ და წადი სახლშიო" - გაფიცვის მეცხრე დღე საირმეში




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ დევიზით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ დევიზით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.