ახალი ამბები
„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ რუსული კანონია და მიმართულია ევროკავშირისა და აშშ-ის წინააღმდეგ“
FaceBook
რას ისახავს მიზნად "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტი დეტალურად განმარტავს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი,  2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე. 

("ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროეტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ) ეს არის ამერიკული კანონის ლაითი ვერსია. ტყუილია. ეს არის რუსული კანონი. უფრო სწორად რუსეთის მიერ მიღებული პირველი ორი კანონის ჰიბრიდი. ამერიკული კანონი მიმართული იყო მტრების (ფაშიზმი და კომუნიზმი) წინააღმდეგ. ეს კანონი მიმართულია ევროკავშირის და აშშ-ის წინააღმდეგ. 

- კანონი მიზნად ისახავს არასამთავრობოების ფინანსების გამჭვირვალეობას. ტყუილია. ჩვენი ფინანსები გამჭვირვალეა. კანონი მიზნად ისახავს არასამთავრობოების და დასავლეთის დემონიზებას. ნჯო-ები ისედაც არეგისტრირებენ გრანტებს და აქვეყნებენ დაფინანსების წყაროებს. ახლა ქოცებს ექნებათ ლეგალური გზა მიიღონ პირადი ინფორმაციაც კი.

- კანონი არ აწესებს შეზღუდვებს. ტყუილია. კანონი ყველა არასამთავრობოს უცვლის საქმიანობის შინაარსს და გვაიძულებს რომ დავფიქსირდეთ უცხოეთის გავლენის აგენტებად. ეს არის პირდაპირი ჩარევა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ არავის გავლენის აგენტები არ ვართ.

- მსგავსი კანონები არის ევროპაში. ტყუილია. ევროპაში რეგულირდება ლობიზმი. აქ ხდება მედიების და არასამთავრობოების აგენტად შერაცხვა. მსგავსი კანონებია მხოლოდ რუსეთში, ბელარუსში და აზერბაიჯანში. უნგრეთმაც მიიღო, მაგრამ გააუქმებინა ევროკავშირმა.

- არასამთავრობოები მიზნად ისახავენ თემის ტაბუირებას. ტყუილია. ნებისმიერი თემის განხილვა შეიძლება, მაგრამ როცა კანდიდატის სტატუსის შანსი გვაქვს, ამ კანონის მიღება კლავს ამ შანსს. ამიტომ ამ კანონის მიღება არის საზიანო.

- არაფერი არ შეიცვლება არასამთავრობოების საქმიანობაში. ტყუილია. იუსტიციის სამინისტრო ჩასვამს არასამთავრობოებს აგენტების სიაში, შეეძლება მათი მონიტორინგი, მათ შორის, ანონიმური წერილების საფუძველზე, შეეძლება დააკისროს ჯარიმები, მათ შორის, დააყადაღოს ანგარიშები. მერე რასაც უნდა იმას გააკეთებს და დამატებით წესებს შემოიღებს იუსტიციის სამინისტრო. ვინ გააკონტროლებს?

- კანონი ხელს არ უშლის ჩვენს ევროინტეგრაციას. მამალი ტყუილია. პირდაპირ უშლის.

- აგენტი სხვა რამეს ნიშნავს და გავლენის აგენტი სხვა რამეს. ტყუილია. სემანტიკურად არ აქვს მნიშვნელობა, ზუსტად რას ნიშნავს ეს ტერმინი. უფრო მეტიც, სულ რომ "გავლენის გამტარებლად" შეცვალონ ტერმინი და სიტყვა აგენტი ამოიღონ, აბსოლუტურად არაფერი იცვლება კანონის შინაარსიდან გამომდინარე.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - რიგით მეორე კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 27 თებერვლის სხდომაზე წარედგინება.
პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატებია.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.