ახალი ამბები
„რუსული კანონი ქართველი ხალხის გამდიდრებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული“ - გიორგი მშვენიერაძე
FaceBook
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. 

"ბევრს 90-იანი წლებიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებით ჰგონია, რომ ევროკავშირი ასეულობით მილიონ ევროს საქართველოში ჰუმანიტარულ დახმარების სახით აგზავნის. ეს ასე აღარაა.

ევროკავშირი ქართველ ხალხს ფულს აძლევს საკუთარი გაცხადებული მიზნის მიღწევისთვის - გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის მისაღწევად ერთი მხრივ გვეხმარება ჩვენი უნიკალური კულტურის შენარჩუნებაში, და მეორე მხრივ, მმართველობის სისტემის გარდაქმნაში ავტოკრატიულიდან - დემოკრატიულისკენ, რაც ქართველი ხალხის ასევე კონსტიტუციით გაცხადებული ურყევი ნებაა. სწორედ დემოკრატიულ სახელმწიფოთა ერთობაა ევროკავშირი, დემოკრატიაა და თავისუფალი საზოგადოებაა მისი ფუნდამენტი.

შესაბამისად, ყველა სიკეთე, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები და ა.შ. რომელსაც ევროკავშირისგან დღეს ვიღებთ, ამ მიზანთან არის დაკავშირებული.

ევროკავშირი საშუალებაა ჩვენი ხალხის სწრაფად გამდიდრებისა და უსაფრთხოების.

და თუ ევროკავშირი ხედავს, რომ შენ მიღებულ სიკეთეებს იმის წინააღმდეგ იყენებ, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, შენ ამ ყველაფერს დაკარგავ.

რუსული კანონის მიღება კი ასეთი წითელი ხაზი იქნება ევროკავშირისთვის და ეს ხაზგასმით განაცხადეს. რუსული კანონის მიღებით ღიად აცხადებ, რომ ხარ ევროკავშირის მტრის - რუსეთის ბანაკში და ცხადია მტერს მოეპყრობიან მტრულად. ყველა, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ღიად თუ დუმილით, ამართლებს თითიდან გამოწოვილი არგუმენტებით, პასუხისმგებელი იქნება ჩვენი ხალხის მომავლის მოსპობაზე."

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - რიგით მეორე კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 27 თებერვლის სხდომაზე წარედგინება.
პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატებია.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.