ახალი ამბები
ასობით უსახლკარო და გამოკეტილი სოციალური საცხოვრისი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, მაშინ როცა ქალაქში ორი სოციალური საცხოვრისია.

ერთი, ახლდარეაბილიტირებული შენობა 3 თვეა გამოკეტილია, ხოლო მეორე თავიდან რეაბილიტაციას საჭიროებს, რაზედაც წლებია, იქ მცხოვრებლები საუბრობენ. 

ქუთაისის მერიაში, სადაც (2018 წლიდან დღემდე) 500-მდე თავშესაფრის მაძიებელის განცხადება უდევთ, ჯერ კიდევ არ იციან, რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ ახლადმოწყობილ საცხოვრისში ადამიანები. 

"ქუთაისიპოსტის" მიერ მიწერილ ოფიციალურ წერილზე, თუ რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე უსახლკარო ადამიანების მიღება, ან რამდენმა ადამიანმა ითხოვა უშუალოდ ახალ საცხოვრისში შესახლება, გაუგებარი და ზოგადი პასუხი მივიღეთ. 





მერიამ, გასულ წელს, გუგუნავას ქუჩა #12-ში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად 840 508 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (NAT210000108) გამოაცხადა. ყოფილ ელექტრომექანიკურ ქარხანაში ბენეფიციარებისთვის 42 ოთახნახევრიანი ბინა მოეწყო.

ობიექტის კეთილმოწყობის პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა, რადგან ამ შენობაში რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც, შენობაში სოციალური საცხოვრისის მოწყობის გამო, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ. შესაბამისმა სამინისტრომ კი, ისინი ალეტრნატიული ფართით მხოლოდ საპროტესტო აქციების შემდეგ დააკმაყოფილა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისისთვის ავეჯს ყიდულობს

გამოკეტილი საცხოვრისი - მერიაში არ იციან ვინ შეასახლონ თავშესაფარში

Print