ახალი ამბები
ქუთაისსა და ნეაპოლს შორის შესაძლოა ფრენები დაიწყოს
FaceBook
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, ქუთაისსა და ნეაპოლს შორის შესაძლოა, მალე ფრენები დაიწყოს.

მისი თქმით, აეროპორტების გაერთიანებისა და USAID-ის ეკონომიკური პროგრამის ერთობლივ სტენდთან, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მასშტაბურად არის წარმოდგენილი, ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და ნეაპოლს შორის ფრენების დაწყების შესაძლებლობა და პოტენციური სამომავლო პარტნიორობა განიხილეს.

"იცით, რომ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით, რომელიც "ნაპოლის" რიგებში წარმატებით მოღვაწეობს, ნეაპოლისადმი საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეაპოლი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან და დღეს ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ შესაძლო სამომავლო თანამშრომლობა. საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თანამშრომლობა შედგეს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან Eurowings-თანაც, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წელს შემოვიდა და ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს.

22-24 თებერვალს მაროკოს ქალაქ ტანჟერში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT2023 იმართება. რიგით მე-19 ფორუმში 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას.

ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს.

სამდღიანი ფორუმის CONNECT 2023 ფარგლებში, რომელზეც აეროპორტების გაერთიანება USAID-ის მხარდაჭერით არის წარდგენილი, წარმოდგენილი იქნება სტენდი, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საპრომოციო და ვიდეო მასალებით. 3 დღის განმავლობაში აეროპორტების გაერთიანებას 20-ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.