ახალი ამბები
"ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში გამოფენა "ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე"  გაიმართება.

16 თებერვლიდან 1 მაისამდე მსურველები გამოფენის დათვალიერებას ქუთაისში, ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში მდებარე თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალში შეძლებენ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის (1915-1978) ნამუშევრების ფართო კოლექცია.

როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ გამოფენა აჩვენებს არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობამდე. ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა ასახავს, როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს მისი ნამუშევრების სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალა მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს.

ლადო ალექსი-მესხიშვილი ის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. იგი მიეკუთვნება ერთ-ერთ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო. მისი სწავლისა თუ შემოქმედების პერიოდში, არქიტექტურაში ორი ძირეული ცვლილება მოხდა – სოციალისტური რეალიზმის დანერგვა (1930-იანი წლები), რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნების კონსტრუირებას და ხშირად პირდაპირ უბიძგებდა დეკორატიულობისკენ და შემდეგ, სსრკ-ის დადგენილება "დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ" (1955 წ.), რომელმაც ფართო ასპარეზი მისცა ინდუსტრიული მეთოდით სწრაფ და ეკონომიურ მშენებლობას, ხოლო გამომსახველობის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს, შესაბამისად, აკრძალა ყველა ის დეკორატიული ელემენტი, რითაც წინა პერიოდის არქიტექტურა გამოირჩეოდა.

გამოფენის ორგანზიატორი თი ბი სი ბანკია. პროექტის პარტნიორები: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.