ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი თავაძე დაინიშნა.

ამ პოსტს მანამდე გიორგი თავაძე იკავებდა. მან მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 
იგი მესხიშვილის თეატრის ხელმძრვანელად კონკურსის წესით დაინიშნა, თუმცა ამ პოსტს მხოლოდ 11 თვე იკავებდა. 

ახლადდანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1990 წელს დაამთავრა. 1999–2000 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის, ხოლო 2001–2006 წლებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი, 2006–2013 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი.
გიორგი თავაძის დადგმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში, ი. სამსონაძის "იქ სადაც ღვარად მოედინება" და "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" (ამავე სპექტაკლის დადგმამ ბათუმის თეატრში წლის საუკეთესო რეჟისორის დიპლომი მოუტანა), თ. ჭილაძის "ნახვის დღე" (რ. სტურუასთან ერთად), ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში - ვ. სიხარულიძის "გარეუბნის მარტოსახლი", სამეფო უბნის თეატრში (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა) - ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი", ბათუმის დრამატულ თეატრში – ი. სამსონაძის "საღამოს ბაღში, როგორც სიზმარში" და სხვა.
გ. თავაძეს მიღებული აქვს სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიები.
კულტურის მინისტრმა, პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი თავაძე მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე დანიშნა.

"პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით, მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
16:25 / 04.10.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და
საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237
მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
12:51 / 04.10.2024
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.