ახალი ამბები
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა
FaceBook
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 21 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, თურქეთში 17 674 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში - 3 377.

BBC-ი წერს, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მათი გადარჩენის იმედიც მცირდება.

ამასთან, არსებული ყინვა საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს, რომელიც მიწისძვრას გადაურჩა, მაგრამ ახლა თავშესაფრის, წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.

მსოფლიო ბანკი თურქეთს დახმარების სახით 1.78 მილიარდ დოლარს დაჰპირდა, მათ შორის ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს სირიაში გაერო-ს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა.

გაერო-ს გენერალური დირექტორის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კატასტროფის სრული მასშტაბები ჯერ კიდევ „თვალწინ იშლება“, განსაკუთრებით სირიაში, სადაც ხანგრძლივმა სამოქალაქო ომმა გაანადგურა ქვეყანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი სირიაში გაემგზავრა.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში, მათ შორის გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეულია 5 700-ზე მეტი შენობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.