ახალი ამბები
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 11 თებერვლიდან ძვირდება
FaceBook
ქუთაისში, მუნიციპალურ ავტობუსსა და მიკროავტობუსზე მგზავრობის ტარიფი 11 თებერვლიდან ძვირდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსი 10 თეთრით, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრასნპორტზე  შეღავათით 30 000-მდე მოქალაქე სარგებლობს.

"მოქალაქე ვალდებულია, მუნიციპალურ ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება. უბილეთოდ მგზავრობა იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად და ჯარიმის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს, საჯარიმო ოქმის ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის თანხას ემატება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალაქში მგზავრობის გაძვირებას საკრებულოში "ქართული ოცნების " 18-ივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.