ახალი ამბები
„მინიმალური ზრდა გარდაუვალი აღმოჩნდა“ - მერი ტრანსპორტის გაძვირებაზე
FaceBook
ქუთაისის მერის განმარტებით, ქალაქში ტრანსპორტის გაძვირება გარდაუვალი იყო.

„გვესმის, რომ ნებისმიერი რამის გაძვირება რთული თემაა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ქალაქში, სადაც ათწლეულები ველოდებოდით მუნიციპალურ ტრანსპორტს, ჩვენმა გუნდმა შეძლო და მოახერხა, რომ დღეს გვაქვს განახლებული და კომფორტული სატრანსპორტო კომპანია თავისი ავტობუსებით და მიკროავტობუსებით.

30 000-მდე ჩვენი თანაქალაქელი სარგებლობს სხვადასხვა სახის შეღავათით, მათ შორის, ნულოვანი გადასახადით. გვაქვს სატრანსპორტო პოლიტიკა, თუნდაც ახალი ელექტროტაბლოების დამონტაჟებით, ახალი სვლა-გეზების შემუშავებით. თუმცა, მინიმალური ზრდა გარდაუვალი აღმოჩნდა, გამომდინარე სიტუაციიდან.  მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ მუშაობას ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით, რადგანაც შევძლოთ სატრანსპორტო საშუალებებით ქალაქის სრული დაფარვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანაქალაქელები სულ მალე ნახავენ წინ გადადგმულ ნაბიჯებს სატრასპორტო პოლიტიკის განვითარებისა და განხორციელების საკითხში“, - განმარტა საკრებულოს სხდომაზე იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისში, მოქალაქეებს ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებული ტარიფის გახდა უკვე 10 დღეში მოუწევს. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსი 10 თეთრით, ხოლო მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა.

მერიაში მგზავრობის ტარიფის გაორმაგებაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლიდან იყო, თუმცა, საკრებულომ მაშინ მხარი არ დაუჭირა და საკითხის დეტალურად შესწავლა მოსთხოვა.

ქუთაისში 60 ერთეული ლურჯი ავტობუსები (მუნიციპალური) მერიამ 2020 წელს შეისყიდა და ამისთვის 23 მილიონ 100 400 ლარი 10 წლიანი ვადით ისესხა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.