ახალი ამბები
არც ერთი სიტყვა არ ითქვა რეგიონების განვითარებაზე - "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის მოხსენებაზე
FaceBook
პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებაზე შეფასებებს პარლამენტის "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც აკეთებენ.

უმცირესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტი თავის მოხსენებაში არ შეხებია ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა ლარის კურსის სტაბილურობა, რეგიონების განვითარება და ქვეყნის ენერგეტიკა.

"არც ერთი სიტყვა არ ითქვა რეგიონების განვითარებზე, იმ პრობლემებზე, რაც აქვთ სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას და პრაქტიკულად მიტოვებული და მიუხედავია. არც ერთი სიტყვა არ თქმულა ლარის კურსზე და გაზპრომის პრომლემებზე. შესაბამისად, ის გამოწვევები, რაც ქვეყანას აქვს ძალაში რჩება,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.

თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ქვეყნის პირველ პირის მოხსენების იმ ნაწილს ეთანხმებიან, სადაც საუბარი საარჩვენო სისტემას შეეხო.

"ერთადერთი რაზეც შეიძლება პრეზიდენტს დავეთანხმოთ, ესაა საარჩევნო სისტემაზე დროული შეთანხმება, რათა არჩევნების გზით ეს მთავრობა დროულად იქნეს გასტუმრებული ხელისუფლებიდან," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი
იფუნქციონირებს.
10:30 / 21.06.2025
2025 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე
საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში,
დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი
მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
14:31 / 20.06.2025
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.