ახალი ამბები
გელათზე კვლევა ჩვენი თხოვნით მომზადდა - საპატრიარქო კულტურის სამინისტროს
FaceBook
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს,
არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე -   ნათქვამია  საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აღნიშნავს, რომ მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მიიჩნიეს, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს. 

"მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული. 

აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. 

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე, გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც ,,მთავარი არხით" გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება.

მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე. დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას", - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქომ ეს განმარტება  კულტურის სამინისტრის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა. თეა წულუკიანის უწყების გამარტებით, გელათის სამინასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაზე ჩუბინაშვილის ცენტრმა ექსპერტიზა მათი გვერდის ავლით ჩაატარა. 

ჩუბინაშვილის  ცენტრის მიერ გელათზე მომზადებულ  დასკვნაში აღნიშნულია, რომ უცნობია სამუშაოთა შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმი. სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და არაერთი საერთაშორისო ქარტიის მოთხოვნების საპირისპიროდ, პროფესიული წრეებისთვისაც კი რთული მოსაპოვებელია.

2008 წლიდან გელათში დაიწყო მასშტაბური საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოჭიქული კრამიტით 2010-2011 წლებში დაიბურა მცირე ნაგებობები - სამრეკლო და წმ. ნიკოლოზის ეკლესია, შემდეგ წმ. გიორგის ეკლესიის გუმბათი და  ბოლოს, 2016-2019 წლებში - დიდი ტაძარი. ტაძარში წყლის გაჟნვის მიზეზი გახდა დიდი ტაძრის გადასახურად გამოყენებული მოჭიქული კრამიტების (განსაკუთრებით თეთრი კრამიტების) დაბალი ხარისხი ექსპერტთა ანგარიშებში არაერთხელ აღინიშნა.

კიდევ უარესი იყო კრამიტის დაგების და, მთლიანად, სახურავის მოწყობის მეთოდი და ხარისხი - სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანებმა შეასრულეს წინასწარი პროექტის გარეშე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.