ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ფუთურიძე დაინიშნა
FaceBook
მესხიშვილის თეატრს ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ყავს. 

ამ პოსტზე ამჟამად გიორგი ფუთურიძე დაინიშნა.

გიორგი ფუთურიძე 2006-2017 წლებში იკავებდა დირექტორის პოზიციას მესხიშვილის თეატრში.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია რამდენიმე დღეა ვაკანტურია. 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ გადადგომის შესახებ თავად დაწერა განცხადება.

ერთ-ერთი ვერსიით,  თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მოვალეობისთვის თავის ვერგართმევა სახელდება.

"თეატრში სხვა მიზეზს ასახელებენ "არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პრესაში, რომ თითქოს აიძულეს წასვლა და ა.შ. გიორგი თავაძემ საკუთარი ნებით დაწერა განცხადება. ადამიანმა ჩათვალა, რომ მისთვის რეჟისორობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელობა. უჭირდა სპექტაკლების დადგმა, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს სამხატვრო ხელმძღვანელს. გამომდინარე აქედან მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინა რეჟისურაში",  - ამობს თეატრის ყოფილი დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

თავაძე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის გზით გასული წლის გაზაფხულზე დაინიშნა. 

ამ პოსტზე კანდიდატს ოთხი წლით ირჩევენ. 

უფლებამოსილება ავტომატურად შეუჩერდა თეატრის დირექტორ სულხან გოგოლაშვილსაც. 

კულტურის სამინისტრო ერთ თვეში გამოაცხადებს კონკურსს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ფუთურიძე
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.