ახალი ამბები
"ჩემი მიზანია, მეტი ადამიანის დახმარება შევძლოთ" - მერის ახალი მოადგილე
FaceBook
ქუთაისის მერის ახლადდანიშნული მოადგილე თამარ დახუნდარიძე სოციალურ, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებებს გაუწევს კურატორობას.

ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

თამარ დახუნდარიძემ მედიასთან კომენტარი დღეს პირველად გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის დაკავებული თანამდებობა საპასუხისმგებლოა.

„რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ეს პოსტი, რადგან ჯანდაცვის და სოციალური საკითხები არის ძალიან სენსიტიური. ჩვენი მუნიციპალიტეტი არაერთ პროგრამას ახორციელებს ამ მიმართულებით. 33 სოციალური პროგრამა გვაქვს. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მივიტანოთ ეს, გავხადოთ უფრო ეფექტური და მეტი ადამიანის დახმარება შევძლოთ.

აქტიურად ვიქნები ჩართული გენდერისა და ტურიზმის მიმართულებითაც. ვმუშაობთ ერთობლივად, გვინდა, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და ქალაქი მეტად გამოვაცოცხლოთ“, - ამბობს მერის ახალი მოადგილე.

თამარ დახუნდარიძე ქალაქის მერის  მოადგილედ ერთი კვირის წინ დაინიშნა. მან ირაკლი ქარქაშაძე შეცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.