ახალი ამბები
თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა - კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს
FaceBook
კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით კონკურსი  "კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა" წელსაც ორ ეტაპად იქნება წარმოდგენილი.

პირველი ეტაპის კონკურსის ბიუჯეტია 300 000 ლარი.

2023 წელს ამ მიზნით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 683 720 ლარს შეადგენს.

კონკურსის მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ახალი იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება. კონკურსი აერთიანებს შემდეგ დარგებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ახალი მედია, მედიახელოვნება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. პროექტის/ღონისძიების დაწყების თარიღად განისაზღვრება 2023 წლის 27 თებერვალი, ხოლო პროექტის დასრულების თარიღად - 2023 წლის 15 ნოემბერი.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 25 იანვრიდან 2023 წლის 3 თებერვლის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

2022 წელს კონკურსის ჯამური ბიუჯეტი იყო 660 422 ლარი. კონკურსში მონაწილეობდა 275 ადამიანი. გაიმარჯვა 30-მა პროექტმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.