ახალი ამბები
ავტოქარხნის დასახლებაში მშენებარე ახალი საბავშვო ბაღი სექტემბერში გაიხსნება
FaceBook
ქუთაისს სექტემბერში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება.

საუბარია ავტოქარხნის დასახლებაში მშენებარე საბავშვო ბაღზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

ამის შესახებ ქუთაისის „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა.

„ქალაქ ქუთაისისთვის კიდევ გვემატება ერთი საბავშვო ბაღი, რომელსაც აშენებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, უღრმესი მადლობა მათ ამისთვის. ეს ადგილი სპეციალურად შეირჩა, იმის გამო, რომ როგორც ხედავთ, ძალიან კომპაქტური დასახლებაა. აქვე არის მიმდებარედ ერთი საბავშვო ბაღი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც უბანს სჭირდება. ამიტომ, ეს ადგილი შეირჩა.

საბავშვო ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი, იქნება ყველა სტანდარტით აღჭურვილი. როგორც ხედავთ, ეზოს მოპირკეთებაც ახლა მიმდინარეობს. წელს, ალბათ სასექტემბროდ, გაიხსნება და გვექნება კიდევ ერთი საბავშვო ბაღი ქალაქ ქუთაისში“, - განმარტავს დავით წიტაიშვილი.

ახალი ბაღის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 3 მილიონი ლარით აფინანსებს.

პროგრამის ფრგლებში, ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშო და ეზო. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა.

ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

ამ ეტაპზე ასე გამოიყურება ავტოქარხნის დასასხლებაში მშენებარე ბაღი:





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი რეგიონებში არსებული
დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, გზებზე
ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ.
18:20 / 03.02.2023
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი რეგიონებში არსებული დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, გზებზე ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ.
„ჯორჯიან მანგანეზი” წარმოებას დროებით აჩერებს.
15:45 / 03.02.2023
„ჯორჯიან მანგანეზი” წარმოებას დროებით აჩერებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.