ახალი ამბები
ანგარიში საპიარო კლიპით - მერია ვიდეო/რგოლის დამზადებაში 16 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერიას 2022 წელს „გაწეულ“ სამუშაოებზე არც მოქალაქეებისთვის და არც მედიისთვის ანგარიში არ ჩაუბარებია, თუმცა, ამავე მიზნით ვიდეო-რგოლისთვის ბიუჯეტიდან  (იგივე ხალხის ფულიდან) 16 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. 

ქალაქის მერმა, საკრებულოს გასული წლის ბოლო სხდომაზე, სადაც ბიუჯეტი დაამტკიცეს, 2022 წელი მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შეაჯამა და სხდომა დატოვა. მაშინ როცა მედიას მერთან, როგორც აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ პირთან, კითხვები ჰქონდა. 

მაგალითად, რა ბედი ელის რიონისპირა სახლებს, ელექტრობატარეების საწარმოს და ქალაქის ცენტრალურ ბულვარს? ასევე, რატომ ვერ ახერხებს მერია მეტად ეფექტურ მუშაობას, ისე რომ ერთი და იმავე პროექტის განსახორციელებლად ტენდერის გამოცხადება რამდენჯერმე არ მოუწიოს? როგორც ეს მოხდა ხახანაშვილის ქუჩისა და ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის შემთხვევაში.

გარდა მედიის ინტერესისა, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის“ 88-ე მუხლი, ქალაქის მერს ავალდებულებს მოქალაქეებს ჩააბაროს ანგარიში.  



"ასევე, აქ ხაზგასმა არის იმაზე, რომ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს კითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა. უკვე ამას როგორ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი, ეს უნდა გაიწეროს საკრებულოს მიერ დადგენილებით, კონკრეტულად რა წესით გააკეთებენ, თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს უნდა იყოს საჯარო ტიპის შეხვედრები და უნდა იყოს ჩართულობა ორივე მხარისა“, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი ლელა მოწონელიძე. 

მართალია, აღმასრულებელ რგოლს ანგარიშის ჩასაბარებლად თავი არ შეუწუხებია, სამაგიეროდ, მაღალი ხარისხით ითხოვს მათ მიერ "გაწეული" საქმიანობის შემაჯამებელი ვიდეო/რგოლის გადაღებას, რომელიც (დიდი ალბათობით) პიარზე იქნება გათვლილი. 

„ვიდეო-რგოლი ინფორმაციული ხასიათის უნდა იყოს და ასახავდეს ქუთაისის მერიის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ძირითად ასპექტებს, სხვადასხვა მიმართულებით: ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა, სპორტი. ამასთან, ვიდეომასალა უნდა იყოს დამუშავებული მაქსიმალურად მაღალი რეზოლუციით", - ვკითხულობთ მერიის მიერ გამოცხადებულ სატენდერო პირობებში.

ვიდეო-რგოლის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის (NAT230000322) ღირებულება 16 000 ლარს შეაადგენს. მისი მიზანია ქალაქში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის და ცნობიერების გაზრდა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.