ახალი ამბები
„გთხოვთ, დღეს თავი შეიკავეთ პიროტექნიკის გამოყენებისგან“
FaceBook
იმერეთში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუბერნატორი მოქალაქეებს მოუწოდებს, ძველით ახალი წლის აღსანიშნავად, პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
რეგიონში ბევრ შენობას სახურავი აქვს გადახდილი, ქარი კი ისევ ძლიერია, რაც ხანძრის წარმოშობის რისკებს ქმნის.

„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის მოსახლეობას და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავი არის გადახდილი და არის იმის საშიშროება, რომ წარმოიქმნას ხანძრები. გთხოვთ გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“ , - ამბობს ზვიად შალამბერიძე.

იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა ზიანდება ინფრასტრუქტურა. რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი. აქედან, 333 კერძო, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო და 19 ბიზნეს ობიექტია. მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი.

12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულთა მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას აწარმოებენ.

მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი:

ქუთაისი
ცხელი ხაზი: (0431) 24-26-51 , 595250309 ;

ხონი

ცხელი ხაზი: 595 33 25 44 ;

წყალტუბო

ცხელ ხაზი: 599 35 90 17, 595 95 75 98;

ვანი
ცხელი ხაზი: (0432) 22 10 34, 591 30 02 80

სამტრედია
ცხელი ხაზი: 599 15 25 49;

ტყიბული
ცხელი ხაზი: 599 27 32 50;

თერჯოლა
ცხელი ხაზი: 0491 24 44 64, 577 39 05 60;

საჩხერე
ცხელი ხაზი: 599 29 50 24;

ბაღათი
ცხელი ხაზი: 595 51 05 00;

ჭიათურა
ცხელი ხაზი: 577 01 77 94, 577 01 77 69;

ხარაგაული
ცხელი ხაზი: 595 51 98 10;

ზესტაფონი
ცხელი ხაზი: 598 34 53 35;

ფოტო: ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.