ახალი ამბები
ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ჩახერგილი სადარბაზოები, ჩამტვრეული ფანჯრები, დაზიანებული ავტომანქანები - ასეთი მდგომარეობაა ქუთაისში, ხუნდაძის #63-ში მდებარე ხუთსართულიან კორპუსში.

აქ მცხოვრები 50-მდე ბინადარი, მესამე დღეა, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ბინის მოპირდაპირე კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა და მათი სადარბაზო ჩახერგა. დააზიანა კორპუსის ფანჯრები, სადენები, მილები და 5 ავტომობილი, რომელიც ამჟამადაც სახურავის ქვეშაა მოყოლილი.



მოქალაქეების განმარტებით, ადგილზე ქალაქის მერიც იმყოფებოდა, თუმცა მოსახლეობას დახმარებას ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაპირდა.

"ამინდის გამოსწორებას უცდიან. ამინდი შეიძლება ერთი კვირა არ გაუმჯობესდეს და საგანგებო რატომ არის? გუშინ მერიც იყო მოსული და მისი წარმომადგებლებიც, ვიზუალურად დააფიქსირეს ეს სიტუაცია და მეტი არაფერი"- ამბობს გოჩა ესებუა.

"ყველგან დავრეკეთ, სამაშველო მოდის და მეუბნება, საკუთარი ძალებით გააკეთეო, ეს ბინა საკუთარი ძალებით რომ იყო გაკეთებული, მიტო გადმოინგრა და წამოვიდა სახურავი ჩვენკენ"- ამბობს ადგილობრივი.



მედიის წარმომადგენლების მისვლის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა და ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა. ადგილზე იმყოფებიან "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებიც.

ქუთაისში მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა, დაზიანებულია ავტომობილები, მოგლეჯილია ხეები. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ნაწილს კი - წყალი.

მთელი იმერეთის მასშტაბით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #სტიქია
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.