პოლიტიკა
ქუთაისის მერიამ "ნაციონალური მოძრაობა" ბანერების გაკვრისთვის 1000 ლარით დააჯარიმა
FaceBook
მერიაში ამბობენ, რომ ორგანიზაციას ბანერის ჩამოხსნისთვის სამ საათიანი ვადა მიეცა


ქუთაისის მერიამ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლობა ორგანიზაციის ოფისის შენობაზე ბანერების გაკვრისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.
შესაბამისი ოქმი "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ჩაბარდა. ორგანიზაციაში დაჯარიმების ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქალაქის ხელისუფლების ეს ქმედება შერჩევითი სამართლის მაგალითია.

"ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ჩაგვაბარა დაჯარიმების ოქმი, სადაც წერია, რომ ჩვენს კუთვნილ აივანზე ბანერის გაკვრისთვის ვჯარიმდებით 1000 ლარით, მაშინ, როცა რამდენიმე თვის წინ "ქართულ ოცნების" წარმომადგენლები აღნიშნული შენობის დაზიანებისა და წითელი საღებავით შეღებვისთვის მხოლოდ 50 ლარით დააჯარიმეს. მივმართავთ ქუთაისის მერიას წერილით და ვითხოვთ პასუხს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მოხდა ჩვენი დაჯარიმება"– ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრი შორენა საღინაძე.


მერიის არქიტექტურის  სამსახურში კი ამბობენ, რომ ორგანიზაციის გაფრთხილება პარასკევ დილით მოხდა და ბანერის ჩამოხსნისთვის მათ სამ საათიანი ვადა მიეცათ. გაფრთხილების არგათვალისწინების შემდეგ კი მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს შენობა არის  ისტორიული ძეგლი და მასზე ბანერის გაკვრა კანონით აკრძალულია. ბანერის შინაარსი ორგანიზაციას ჩვენთან უნდა შეეთანხმებია",–ამბობს მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი წერილის გაგზავნას აპირებს, სადაც ქუთაისის მერიის შესაბამის სამასახურს სთავაზობს ახალი ბანერის იმ ესკიზს, რომლის გაკვრასაც შენობაზე კვლავ აპირებენ. ახალი ბანერიც "გაზპრომის" საწინააღმდეგო შინაარსის იქნება.




მარიამ პატარაია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.