ახალი ამბები
ქუთაისში USAID-ის დაფინანსებული რამდენიმე მილიონიანი პროგრამა ამუშავდება
FaceBook
ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა, რომელმაც საქართველოში დეცენტრალიზაციასა და საჯარო მმართველობის რეფორმას უნდა შეუწყოს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გაიარა შერჩევის სამივე ეტაპი, გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური და რესურსული მზაობა და მოხვდა იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც პროგრამა 2023 წელს დაიწყებს მუშაობას.

ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მერიის ინფორმაციით პროგრამის მთავარი მიზანია, დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; ასევე, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების ხელშეწყობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.