ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღების გათავისუფლებულმა ხელმძღვანელებმა ააიპ გაერთიანების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
FaceBook
ისინი იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმადაც მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება.



ქუთაისის საბავშვო ბაღების გათავისუფლებულმა ხელმძღვანელებმა ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

#13-ე და #15-ე საბავშო ბაღის ფილიალების ყოფილმა ხელძღვნელებმა სასამართლოს 25 იანვარს მიმართეს.

#13-ე საბავშვო ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელის მაკა აბულაძის განმარტებით, ისინი იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმადაც მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება.

მოსარჩელე მხარეების ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას განმარტებით, ააიპ გაერთიანების ხელმძღვანელმა #15-ე საბავშვო ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი ნანა კაკურია მაშინ გაათავისუფლა, როცა ის ბიულეტინზე იმყოფებოდა.

"შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ბრაძანების გაუქმებას. სასამართლომ ჩვენი სარჩელი მიიღო, რის შემდეგაც დაიწყება საქმის წარმოება", - ამბობს ადვოკატი.

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის 12 იანვარს  ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის (#1, #13, #17,#15) ხელმძავანელი პირი გაათავისუფალა.

ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

"ისინი გათავისუფლდნენ იმის გამო, რომ გააცდინეს სასწავლო პროცესი და ეს არის უხეში დარღვევა. აქციის გამო სასწავლო პროცესი ჩაშალეს", - განმარტავს ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.