ახალი ამბები
ბრალდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიეცემათ, რომელიც უფასო გახდება
FaceBook
ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ მიეცემა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, რაც მას აქამდე არ გააჩნდა.

ამ უფლებას მას ახალი საკანონმდებლო აპკეტი აძლევს, რომელიც  იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შეეძლება ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით პირთა ვიწრო წრესთან (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და და ძმა) წლის განმავლობაში ორჯერ, ხოლო წახალისების სახით – წლის განმავლობაში ერთხელ, დამატებითი ვიდეოპაემნის სახით.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ყველა სახის პაემნით სარგებლობა იქნება უფასო: მოქმედი კანონით, დღეს ამისათვის სრულწლოვან მსჯავრდებულებს 60 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის. კანონის ეს ნორმა 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

საკანონმდებლო ცვლილებით, ასევე უნდა გაიზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა და გათანაბრდეს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე
საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში,
დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი
მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
14:31 / 20.06.2025
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი
პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.
13:35 / 20.06.2025

მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.