ახალი ამბები
ქუთაისელი მათე ჟორჟოლიანი „იმერეთის ბარმენთა ჩემპიონატ 2022-ის“ გამარჯვებული გახდა
FaceBook
„იმერეთის ბარმენთა ჩემპიონატ 2022-ის“ გამარჯვებული ქუთაისელი მათე ჟორჟოლიანი გახდა. 
საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატის შესარჩევი ტური, იმერეთის მაშტაბით, საირმეში ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობას 14 პროფესიონალი ბარმენი ქუთაისიდან, საირმედან და წყალტუბოდან იღებდა.

მეორე და მესამე ადგილები ემელიანე ბაბუნაშვილმა და შოთა ოქროჭელიძემ (საირმე) გადაინაწილეს.

გარდა ამისა, ნომინაციაში „კოქტეილის საუკეთესო ვიზუალი“ გამარჯვებული ქუთაისელი თორნიკე ქურციკიძე გახდა.

კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ.

ჩემპიონატი „იმერეთის ბარმანთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და „საქართველოს ბარმენთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართა.


ავტორი: ქეთი გელაშვილი





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.