ახალი ამბები
მერია VS მერია - სოციალური სამსახურის მიერ ორგანიზებული აქცია/მსვლელობა
FaceBook
ქუთაისის მერიის სოციალურმა სამსახურმა  შშმ პირების მონაწილეობით ადაპტირებული სერვისების უფრო მეტად  ხელმისაწვდომობის მოთხვნით აქცია/ მსვლელობა მოაწყო.

"დასაქმება და განათლება ჩვენი უფლებაა",  "დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღირსეული სერვისები  ჩვენი უფლებაა",  - ასეთი ტრანსპარანტებით  სოციალური სამსახურის მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში შშმ პირებიც მონაწილობდნენ. 

გამოდის,  ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც , პირველ რიგში,  თავადაა ვალდებული თავის მოქალაქეებს ( ცხადია, მათ შორის, შშმ პირებსაც) შესთავაზოს ადაპტირებული გარემო,  საკუთარ თავს  უწყობს აქციას. 

მართალია, მუნიციპალური ავტობუსები ადაპტირებულია, მაგრამ ამ დრომდე პრობლემად რჩება შშმ პირებზე  მორგებული გაჩერებები და  ხმოვანი შუქნიშნები. 

"ქუთაისში მცხოვრებ შშმ პირებთან ერთად დღეს რამდენიმე ღონისძება მოვაწყვეთ. თითოეულმა ჩვენგანმა ხელი უნდა შეუწყოს ამ ადამიანებისთვის თანაბარი და ყველასთვის მისაწვდომი გარემოს ჩამოყალიბებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად დამატებითი ბარიერების გადალახვა და არაადაპტირებულ გარემოში ყოფნა უწევთ. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს , რომ შშმ პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ და ჩართული იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში"
, - განაცხადა შშმ პირებთან შეხვედრაზე  ქალაქის მერმა  იოსებ ხახალეიშვილმა.

ამით, ქალაქის პირველი პირი აღიარებს , რომ შშპ პირებს ნამდვილად  ექმნებათ სხვადასხვა ბარიერი. შესაბამისად, გაურკვეველი და უცნაურია მერია მსგავსი შინაარსის აქციას ვის ან რატომ უწყობს?! 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1992 წლიდან აღინიშნება. 


ფოტო ეკა შალამბერიძე



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა,
13:16 / 28.06.2025
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყო. 
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.
13:02 / 28.06.2025
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.