ახალი ამბები
აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციები მკაცრდება
FaceBook

პარლამენტმა უკვე დაიწყო ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომლითაც ხდება გემზე კაზინოების აკრძალვას და ონლაინ-აზარტული თამაშების მოწყობისთვის დამატებითი ნებართვის შემოღება.


დღეისათვის მოქმედი კანონით, ონლაინთამაშობის მოწყობის უფლება არ საჭიროებს დამატებით ნებართვას და მისი გამართვა შეუძლია აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი იხდის სათამაშო ბიზნესის კვარტალურ მოსაკრებელს, რომელიც 250 000-ლარიდან 300 000 ლარამდეა.

ცვლილებით, პირს ონლაინთამაშობების მოსაწყობად ახალი ნებართვა დასჭირდება. კერძოდ, სანებართვო მოსაკრებელი ონლაინსამორინეს თამაშობების ორგანიზებისთვის წელიწადში 100 000 ლარი იქნება, ასევე 100 000 – 100 000 ლარია საჭირო ონლაინ- სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზებისა და ონლაინ- ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისთვის ნებართვებისთვის.

პროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი მოქმედი ნებართვის მფლობელებისთვის. კერძოდ, აზარტული თამაშობის ბიზნესს ვალდებულება აქვს 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოსვლა და ნებართვების აღება.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, სულ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ფუნქციონირებს 12 ობიექტი (მათ შორის 1 სამორინე, 5 სათამაშო აპარატი, 6 ტოტალიზატორი).

ისინი ვალდებულნი იქნებიან აიღონ ნებართვა და გადაიხადონ წლიური სანებართვო მოსაკრებელი. კერძოდ, სამორინეს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს აიღოს მხოლოდ სისტემურ- ელექტრონული ფორმით სამორინეს ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელს - მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების ორგანიზების ნებართვა, ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელს - სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა.

„ცვლილების შემდგომ იგივე რაოდენობის სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების ორგანიზების ნებართვის შემთხვევაში, დამატებით სანებართვო მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შემოსავალი იქნება 1 800 000 ლარი. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ონლაინ თამაშობებიდან სანებართვო მოსაკრებლის სახით ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი დამოკიდებული იქნება სანებართვო საქმიანობის მოთხოვნის რაოდენობაზე“, - აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების შემოღებას სანებართვო პირობების დარღვევისთვის და მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისათვის.
კერძოდ, პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარით.

როგორც ცოტა ხნის წინ BM.GE-თან საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ განმარტა, კანონში ცვლილებების შეტანა Moneyval-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყდა, რომელიც ფულის გათეთრების რისკებიდან გამომდინარე სათამაშო ბიზნესის რეგულირების FATF-ის (ფინანსური ძალების სპეციალური ჯგუფი) სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შედეგად, სათამაშო ბიზნესის საკითხი ქვეყანაში მოწესრიგდება და ყველა მიმართულებით დაემორჩილება ნებართვებს ისე, როგორც ეს მათ შორის ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაშია გაწერილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.