ახალი ამბები
რამდენი იქნება ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი?!
FaceBook

2023 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პროექტის თანახმად 85,917 000 (ოთხმოცდახუთი მილიონ,ცხრაას ჩვიდმეტი ათას) ლარს შეადგენს. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელმა რგოლმა, საკრებულოს განსახილველად მიმდინარე წლის 15 ნოემბერს წარუდგინა.

ბიუჯეტი საკრებულოს სხვადასხვა კომისიებმა განიხილეს.

ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:

მომდევნო წელს ბიუჯეტში 13,200 000 ლარი - ინფრასტრუქტურული პროექტებისათვისაა გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით 5,606 000 ლარია გაწერილი ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების დასაფინანსებლად.

კულტურის დაფინანსება - 1, 477, 300 (ერთი მილიონ, ოთხას სამოცდაჩვიდმეტი ათას, სამასი) ლარი.

სპორტი-1,713,300 ( ერთი მილიონ,შვიდას ცამეტი ათას, სამასი) ლარი.

ახალგაზრდული პროექტები - 300 000 ( სამასი ათასი) ლარი

განათლება - 253,000( ორას ორმოცდაცამეტი ათასი) ლარი.

კომისიის წევრების მიერ ასევე მომზადდა რიგი შენიშვნები, რომელიც რეკომენდაციის სახით აღმასრულებელ ხელისუფლებას 25 ნოემბერს გაეგზავნება.

გასული წლის, ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, 89 876 000 ლარით განისაზღვრებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს
15:53 / 15.04.2024
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს "შეცდომაშია შეყვანილი".
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში
ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
12:45 / 15.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.