ახალი ამბები
კაკაბაძის სახელობის გალერეის სახურავის რემონტი სრული რეაბილიტაციის ნაცვლად
FaceBook
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში სრულმასშტაბიან რემონტთან დაკავშირებული სამუშაოები შეჩერებულია. 

მიზეზი - დაწუნებული პროექტია.

შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "აი ჯი ეიჩ"-ი მუშაობდა. მათ უნდა ჩაეტარებინათ კვლევითი სამუშაოები და შეემუშავებინათ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული კონცეფცია. 

"აი ჯი ეიჩ"-მა პირველი ეტაპი - საკვლევაძიებო სამუშაოები ჩაატარა.  მეორე ეტაპზე კომპანიას პროექტის კონცეფცია უნდა შეემუშავებინა.  სწორედ ეს პროექტი დაუწუნეს "აი ჯი ეიჩ"-ს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი კონცეპტ-დიზაინი არ მოიწონა როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რის გამოც დამკვეთი შემსრულებელთან, დიდი ალბათობით,  კონტრაქტს გაწყვეტს. შესაბამისად, გალერეის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია მცირე ხნით კიდევ გადაიდება. 

შეპირების მიხედვით რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმებოდა, როგორც გარე ფასადის, ასევე საგამოფენო სივრცეების განახლება.

გათვალისწინებული იყო მცირე ავტოსადგომის მოწყობაც.

სამუშაოები სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო.

მანგრამ, სადღეისოდ შენობა მხოლოდ სახურავის ნაწილობრივ რეკონსტრუქციას უნდა დასჯერდეს, რომელიც სტიქიამ დააზიანა და ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში წყლის ჩასვლის საშიშროება შექმნა. 

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქუთაისის მერიამ დავით კაკაბაძის გალერეის სახურავის რემონტზე 2022 წლის 18 ნოემბერს ტენდერი გამოაცხადა.
სახურავის რეკონსტრუქციაზე ქალაქი 19`456 ლარს დახარჯავს.

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა #8-ში გალერეის შენობა 1976 წელს აშენდა.

კოლექციაში დაცულია ფერწერული (ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ალ. ციმაკურიძე ქ. მაღალაშვილი, ელ. ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, რ. სტურუა), გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ირ. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი, შ. მიქატაძე), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

გალერეა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი გალერეაში 18 ექსპონატს აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.