ახალი ამბები
"როდის დასრულდება ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა" - ანტიკორუფციული მოძრაობა
FaceBook
იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის  წარმოამდგენლებს კითხვები აქვთ  ქუთაისში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.
დაპირების მიხედვით,  აკადემიის  მოწყობა უკვე დასრულებული უნდა იყოს.

"როდის დასრულდება ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა ქუთაისში?" - ეს გახლდათ მთავარი შეკითხვა, რომელსაც იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უსვამს. 

აკადემია, რომელიც სპორტულ კომპლექსს გულისხმობდა, რომლის მშენებლობა 2022 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით სადღეისოდ მხოლოდ რამდენიმე ნახევრადაშენებულ ობიექტს მოიცავს. 

2021 წლის 21 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა იმერეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად,  ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსეს საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

პროექტი ითვალისწინებდა ოთხი ტიპის მოედნის მოწყობას, საცხოვრებლის მშენებლობას, მაგრამ სადღეისოდ  მუშაობა ფაქტობრივად შეჩერებულია.

"მშენებლობის ადგილზე რამოდენიმეჯერ ვიყავით და საერთოდ ვერავინ ვნახეთ არავინ მუშობდა ადგილზე. დაგებულია  მხოლოდ ერთი ხელოვნურ საფარიანი მოედანი და ადმინისტრაციული შენობა დამთავრების ეტაპზეა. დღეს შეკითხვა მაქვს ფეხბურთის ფედერაციასთან. რა სახის პრობლემები შეექმნა აღნიშნულ ობიექტს? როდის დასრულდება აკადემიის მშენებლობა? ",  - ამბობს თემურ ცამციშვილი. 

როგორც დაანონსებული იყო, აღნიშნულ პროექტში მარტო ფედერაციის მხრიდან 5 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებას გულისხმობდა. ამის გარდა პროექტს "ფიფას" და "უეფას"ორი საერთაშორისო მნიშვნელობის პროგრამა აფინანსებდა. 

ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლებმა პრობლემის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალაც წარმოადგინეს.

ფეხბურთის ფედერაციაში  განმარტავენ, რომ ინფორმაცია არასწორია.

მათი თქმით, ყველაფერი, რაც პროექტის მიხედვით იყო გათვალისწინებული შესრულდება. ის ძირითადი სამუშაოები, რომელიც უნდა გაკეთებულიყო შესრულებულია. მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.  

"არასწორი ინფორმაციაა, რომ იქ არაფერი კეთდება და მშენებლობა შეჩერებულია. მუდმივად  მიმდინარეობს მშენებლობა. ახლა დასრულებისკენ მიდის მშენებლობა. წინასწარი ვადები 2022 წელს იყო მითითებული (უნდა გადავამოწმო სამშენებლოსთან).  შეიძლება მოესწროს კიდეც 2022 წელს, რადგან ჯერ არ დასრულებულა ეს წელი... სამშენებლო ვადებში ისეა გაწერილი ყველაფერი, რომ ემთხვევა იმ გეგმას რაც შესასრულებელია", -  ამბობს  "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი თამუნა კაპანაძე. 

ფეხბურთის აკადემია პარლამენტის უნდა აშენდეს.

საამისოდ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფეხბურთის ფედერაციას 62 500 კვ.მ ტერიტორია გადასცა. 

ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.