ახალი ამბები
ქუთაისში, ოთხი დღით ჭავჭავაძის გამზირი გადაიკეტება
FaceBook
ქუთაისში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით გადაიკეტება ი. ჭავჭავაძის გამზირი, რ.თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ხორავას ქუჩის კვეთამდე.

იმავე ვადებში დაიკეტება მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორია, თაბუკაშვილისა და გუგუნავას ქუჩებიდან, ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელი მონაკვეთებით.

შესაბამისად, ავტობუსები იმოძრავებენ  შეცვლილი სვლაგეზით:

N 1 მარცხენა - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან, სიმონ გუგუნავას, თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გავლით, ლ. ასათიანის ქუჩისკენ.

N 1 მარჯვენა - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩით, იოსებ ოცხელის, რ. თაბუკაშვილის, სიმონ გუგუნავას , ზვიად გამსახურდიას ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.

N 10 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას, ზვიად გამსახურდიას ქუჩების, ჭავჭავაძის გამზირის (სადგურის მიმდებარედ) გავლით და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.

N 20 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩიდან, სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზ. გამსახურდიას გამზ, ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.

N 25- ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას გამზირიდან, სიმონ გუგუნავას, რ. თაბუკაშვილის, იოსებ ოცხელის , კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გავლით, დადგენილი სვლაგეზით.

N 31 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს კონსტანტინე გამსახურდიას, იოსებ ოცხელის, რ. თაბუკაშვილის, სიმონ გუგუნავას, ზვიად გამსახურდიას ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირით უკან, დადგენილი სვლაგეზით.

N 41 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს კონსტანტინე გამსახურდიას , იოსებ ოცხელის , რ. თაბუკაშვილის , სიმონ გუგუნავას , ზვიად გამსახურდიას ქუჩების გავლით , ჭავჭავაძის გამზირზე (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე.

N118 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზ. გამსახურდიას გამზირით, ჭავჭავაძის გამზირზე (სადგურის მიმდებარედ) და უკან, დადგენილი სვლაგეზით.

N 126 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას, სიმონ გუგუნავას, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გავლით ლ. ასათიანის ქუჩისკენ, დადგენილი სვლაგეზით.

სარებილიტაციო სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.