ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში 2015 წელს 209 905 ლარის პრემია გაიცა
FaceBook
გასულ წელს ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუჯეტიდან (მერია, საკრებულო) 287 780 ლარის პრემია გაიცა.


ქუთაისის მერიაში გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 209 905 ათასი ლარის პრემია გაიცა. აქედან 25 ათას 910 ლარი თანამდებობის პირებზე იქნა გაცემული.

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებულ საჯარო წერილში განმარტებულია პრემიის მნიშვნელობაც:

"პრემია არის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშაოდ შესრულებისთვის, ან განკუთვნილი სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის", - ნათქვამია წერილში.

2015 წელს ქუთაისის საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ 77 875 ლარი შეადგინა. საერთო ჯამში კი, გასულ წელს ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუჯეტიდან (მერია საკრებულო) 287 780 ლარის პრემია გაიცა.  


ამავე თემაზე:

რისთვის მიიღეთ პრემია? - დეპუტატების პასუხები მიღებულ პრემიებზე (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის
რეაბილიტაციას ახორციელებენ.
16:02 / 12.06.2026
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.