ახალი ამბები
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობა ძვირდება
FaceBook
ქუთაისის მერია საქალაქო ტრანსპორტით  მგზავრობის ტარიფს აძვირებს.
სწორედ აღნიშნული საკითხია ჩანიშნული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში, რომელიც  მერიის ოფიციალურ გვერდზე დღეს არის ატვირთული. 

წარმომადგენლობით ორგანოში  რიგგარეშე სხდომა 15 ნოემბერს დაიგეგმა.  რვა  პუნქტიან დღის წესრიგში ტრანსპორტის გაძვირება მეორე საკითხად არის ჩანიშნული. 



"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობა ორმაგდება და 40  თეთრის ნაცვლად  80  თეთრი ხდება. მუნიციპალურ ტრანსპორტზე თანხის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფის მომატებასაც. რასაც  ქალაქში ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის  დირექტორიც აღნიშნავს. 

"მოგეხსნებათ, როგორ გაძვირდა საწვავი, მგზავრი კი იმდენი აღარ არის, ამიტომაც ვფქირობ აუცილებლად უნდა მოიმატოს  მგზავრობის თანხამ. თუკი მუნიციპალურ ტრანსპორტზე საფასური გაძვირდება ეს გამოიწვევს ავტობუსების  მგზავრების შემცირებას და  ყველა ჩვენსკენ წამოვა, ეს კი გააკოტრებს ადგილობრივ ბიუჯეტს. ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც,  ავტობუსებზე ფასის მომატების შემდეგ, ჩვენთან, მიკროავტობუსებზეც  მოიმატებს ღირებულება. თუ რამდენით მე ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი",
- ამბობს  შპს "სამგზავრო 2007"-ის დირექტორი ალეკო დვალიშვილი.

აღსანიშნავია რომ სატრანსპორტო კომპანიის არაეფექტური მუშაობის გამო  ადგილობრივმა ბიუჯეტმა შემოსავლები დაკარგა. თავდაპირველად არახელსაყრელი გადახდის სისტემის გამო  მგზავრობის საფასურისგან მიღებული თანხა იმდენად მიზერულია, რომ ის საწვავის ხარჯებსაც ვეღარ ფარავს.

ნახეთ ამ თემაზე "ქუთაისიპოსტის" მიერ  მომზადებული ვრცელი მასალა -  როგორ აკარგვინებს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბიუჯეტს შემოსავლებს.

წაგებაზე მომუშავე თავისივე კომპანიას კი, მერიამ რამდენიმე თვის წინ დაფინანსება გაუზარდა.

ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის  გაძვირებაზე "ქუთაისიპოსტი"  ადრეც წერდა, თუმცა, მაშინ ეს ქალაქის მერმა უარყო და განაცხადა, რომ ტრანსპორტზე  არსებული ტარიფი შენარჩუნდებოდა. 

ქუთაისში 60 ერთეული ლურჯი ავტობუსები მერიამ 2020 წელს შეისყიდა და ამისთვის 23  მილიონ 100 400 ლარი 10 წლიანი ვადით ისესხა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე
განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
12:45 / 06.12.2024
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
16:44 / 05.12.2024
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.