ახალი ამბები
კამპანია "ემეგობრე პოლიციას" გამო ქუთაისში ცენტრალური მოედანი გადაკეტილია
FaceBook
ქუთაისში,  შინაგან საქმეთა სამინისტროს  კამპანიის  "ემეგობრე პოლიციას" გამო  დილიდან ცენტრალური მოედანი გაკეტილია.
დილიდან  მიმდინარეობს ტექნიკის  გაწყობა. 


კამპანიის ფარგლებში  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდება.

ღონისძიება 13:00 საათზე  დაიწყება.

ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ კამპანიის  ფარგლებში გაეცნონ,  საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში, აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას. 

კამპანია  რამდენიმე ქალაქში უკვე  ჩატარდა.

კამპანიის "ემეგობრე პოლიციას"  მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.