ახალი ამბები
ოთხი ცვლილება, რომლებიც საქართევლოში ნოემბრიდან ამოქმედდება
FaceBook
2022 წლის ნოემბრიდან, ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდა.

გამოცემა bpn.ge შეეცადა ერთად შეეკრიბა ცვლილებათა ნაწილი, რომელიც ქვეყანაში უკვე პირველი ნოემბრიდან ან შემდგომ თვის განმავლობაში ამოქმედდება.

1-ლი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება

1-ლი ნოემბრიდან საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. კერძოდ, რამდენიმე დღეში, DRG მეთოდოლოგიით, საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს კლინიკის მიერ წარდგენილ და სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს შორის სხვაობის დაფარვა აღარ მოუწევთ.

1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულებას დაიწყებს

1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულებას დაიწყებს. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 1-ლი ივნისიდან. 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, სააგენტოს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. ამ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია - პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.

7 ნოემბრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ პირობებში ჩატარდება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან - მსუბუქი ავტომობილების მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა და მოქალაქეებს გამოცდის რეალურ პირობებში (ქუჩაში) ჩაბარებაც უწევთ. უკვე 2022 წლის 7 ნოემბრიდან კი სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდაც რეალურ პირობებში ჩატარდება.

25 ნოემბრიდან "თიბისიში" სალაროდან თანხის გატანის პირობა იცვლება

25 ნოემბრიდან "თიბისიში" სალაროდან თანხის გატანის პირობა იცვლება. კერძოდ, ბანკის ცნობით, "თიბისის" ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, მოლარესთან, მომსახურების მენეჯერთან ან მრჩეველთან ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან 3000 ლარის ფარგლებში თანხის გატანისას, საკომისიო იქნება 2%, მინიმუმ- 2 ლარი, უცხოური ვალუტის შემთხვევაში (1000 USD/EURO/GBP) - თანხის 2%, მინიმუმ - 1 USD/EURO/GBP. აღსანიშნავია, რომ არსებული წესით, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6% იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ცვლილებები
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.