ახალი ამბები
რომელ სახელმწიფოებთან მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ მოლაპარაკებები
FaceBook
საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას,
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საუბარია ირლანდიაზე, პერუზე, ფილიპინების რესპუბლიკაზე, ჰონდურასსა და ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოზე.

2022 წელს ძალაში შევიდა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და კამბოჯასთან. ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას სენტ ლუსიასთან. ამასთან, ინიცირებულია უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და ნამიბიასთან.

2017 წლის 28 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ვიზის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.