ახალი ამბები
ქუთაისის მერი - ნიკეას ქუჩაზე გზის შევიწროვება არ მოხდება
FaceBook
"გამყოფი ზოლით მივიღებთ 1 ჰეტარ მწვანე ზოლს ქალაქში, ასე, რომ მინდა დავამშვიდო ის ადამიანები, რომლებიც ნიკეას ქუჩაზე სავალი გზის შევიწროვებას აკრიტიკებენ"



ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და სავალი გზის მოწყობასთან დაკავშირებით ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განმარტება გააკეთა.

როგორც მურღულიამ განმარტა, ნიკეას ქუჩაზე მოწყობილი გზის სავალი ნაწილი ავტობანის გზის ზომის იქნება და არანაირად არ მოხდება მისი შევიწროვება.

"თითო მხარეს 11 მეტრი იქნება გზის ნაწილი, ეს კი ავტობანის გზის ზომაა, ასევე გამყოფი ზოლით მივიღებთ 1 ჰეტარ მწვანე ზოლს ქალაქში, ასე, რომ მინდა დავამშვიდო ის ადამიანები, რომლებიც ნიკეას ქუჩაზე სავალი გზის შევიწროვებას აკრიტიკებენ," - განმარტა მურღულიამ.

ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივების კრიტიკის საგანი გახდა.

როგორც ქუთაისელები ამბობენ, ნიკეას ქუჩაზე გზის გამყოფის ზოლის მოწყობა სავალ ნაწილს შეავიწროებს.

ნიკეას ქუჩაზე ბორდიულები, გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და გარე განათების ბოძები რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე მოეწყობა, ასევე,  მოხდება სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია.

აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 7 მილიონ 550 ათასი ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუსაოებს შპს "საქმილსადენმშენი" ასრულებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის აპრილში უნდა დასრულდეს.

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.