ახალი ამბები
დაწუნებული პროექტები - რას აშენებს საკრებულოს დეპუტატი რიონის სანაპიროზე
FaceBook
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, სადაც საკრებულოს დეპუტატი სასტუმროს  აშენებს, მიწის ნაკვეთის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, თუმცა  პროექტი ჯერ  დამტკიცებული არ არის. 

"ტერიტორია გავასუფთავეთ,  ანტისანიტარია იყო. ამის გარდა, ვემზადებით როცა დამტკიცდება პროექტი, რომ მშენებლობა დავიწყოთ", - ამბობს ქუთაისის  საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ამირან კოპალეიშვილი, რომელიც მიწის ნაკვეთის მეპატრონეა. 

ადგილზე ტერიტორიის გასუფთავების მიზნით მოიჭრა ხეებიც


ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე  მშენებლობას საკრებულოს უმრავლესობის წევრის ამირან კოპალეიშვილის ოჯახი ახორციელებს. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია როგორი  ან რამდენსართულიანი იქნება შენობა. ერთადერთი, რაც ცნობილია, არის ის რომ,  ტერიტორიაზე სასტუმრო/ საცხოვრებელი უნდა აშენდეს. 

"ექვსი თუ შვიდი პროექტი იყო წარდგენილი (კულტურული მემკვიდრეობის  და ძეგლთა დაცვის სააგენტოს) მაგრამ არცერთი არ დამტკიცდა, დაიწუნეს. პროექტირებაზე თბილისში ჩავატარეთ კონკურსი, სადაც 17-მა არქიტექტორმა  მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულიც გამოვლინდა.  მაგრამ სააგენტოდან არის შენიშვნები, ცოტა უცნაური მოთხოვნებიც აქვთ, ზოგი  ამბობს, რომ შეწეული უნდა იყოს, ზოგი სანაპიროზე გადმოსული. მოკლედ, თვითონაც არ იციან საბოლოოდ რა უნდა გაკეთდეს, ამიტომაცაა ამდენი ხანი  გაწელილი", - ამბობს კოპალეიშვილი. 

მიწის მესაკუთრემ არც ის იცის როგორი იერსახე  ექნება შენობას. 

"ისინი (კულ. სააგენტო. რედ.) არ იწერებიან, რომ  100 %-ით თანამედროვე უნდა იყოს. თუმც
არც  ძველებურ სტილს გვთხოვენ. უფრო შუალედური, რა თქმა უნდა, რიონისპირზე ლამაზად უნდა ჩაჯდეს. საბოლოოდ, კარგ შედეგზე გავალთ. კარგ პროდუქტს მივიღებთ, ჩემთვის, როგორც მეპატრონისთვის და  ასევე,  ქალაქისთვისაც".

ქუთაისის მერიაშიც ამბობენ, რომ შენობის საბოლოო პროექტი ჯერ შეთანხმებული არ არის. 

იმის გამო,  რომ ტერიტორია ისტორიულ ნაწილში მდებარეობს შენობა  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოს გარკვეულ  რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდეს.   რა კონკრეტული მოთხოვნები აქვთ და რის გამო დაიწუნეს პროექტები, ამის გასაკრვევად "ქუთაისიპოსტი" სააგენტოს დაუკავშირდა. თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ. 

კოპალეიშვილებმა ქალაქის  ცენტრალურ  ადგილზე მიწის ნაკვეთი 2016 წელს, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში შეიძინეს.

2020 წელს კი, ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის პროექტი წარუდგინეს, სადაც შენობების სიმაღლე 13 სართული უნდა ყოფილიყო, თუმცა, თვითმმართველობამ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად, პროექტი ორჯერ დაიწუნა და მეპატრონეს სართულების შემცირება მოსთხოვა.



ცვლილების მიხედვით,  სასტუმროს ერთი შენობა 7, ხოლო მეორე 8 სართული იყო,  თუმცა, ჩანს, ესეც დაიწუნეს. 


ერთ-ერთი პროექტის მიხედვით  ასეთი უნდა ყოფილიყო სასტუმრო/საცხოვრებელი



ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 29.04.2024
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის
რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:14 / 29.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.