ახალი ამბები
საჯარო მოხელეები, ჯარისკაცები, სუსის თანამშრომლები - ვის რამდენით გაეზრდება ხელფასები
FaceBook
2023 წლის იანვარში ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით გაიზრდება და ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები, ყველა თანამშრომლისთვის იანვრიდან 20%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, თავდაცვის სამინისტროს, შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი.

"2023 წლის ასევე იანვარში გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით და ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები იანვრიდან 20%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. „ჯარის ქალაქი“ სრულდება და უკვე რამდენიმე თვეში გავხსნით, საცხოვრებელ ბინებს გადავცემთ 1000-ზე მეტ ჯარისკაცს და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

რამდენიმე კვირაში დავიწყებთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს და რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.“- აცხადებს ღარიბაშვილი.

მომდევნო წლიდან ასევე დაგეგმილია  პენსიის გაზრდაც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.