ახალი ამბები
ასაფეთქებლები სათამაშოებიდან იყო აწყობილიო - "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ადვოკატი
FaceBook
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსიასთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ.
დაკავებულის ადვოკატის თქმით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე წუთით შევხდა. ადვოკატი ამბობს, რომ  გრიგოლ ნარსიას შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს და ვარაუდობს, რომ ბანკში შეჭრაც სწორედ აღნიშნულსა და მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება.

„საქმის მასალების გასაცნობად ახლა მივდივარ, მეტი ინფორმაცია მოგვიანებით მექნება, ვინაიდან ბრალდებულს კვლავ უნდა შევხვდე დ საქმესთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია მექნება. ძალიან მოკლეხნიანი შეხვედრა მქონდა, თავის ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს კარგი, ეს ვიცი მისგან. ამ ფაქტამდე ჰყავდა შვილი ცუდად, ვფიქრობ, რომ ბანკში შესვლაც სწორედ უსახსრობის გამო მოხდა. შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს. 

იარაღთან, ასაფეთქებლებთან დაკავშირებით საუბარი მქონდა, ასაფეთქებლები ნამდვილი არ იყო, სათამაშო იყო ეს ყველაფერიო. ხელყუმბარასთან დაკავშირებით დავუსვი შეკითხვა და შესაძლებელია, ხელყუმბარაც ნამდვილი არ იყოსო, ასეთი პასუხი გამცა. ტანზე რაც ჰქონდა, ყველაფერი სათამაშოდან იყო აწყობილიო". 

ადვოკატის ინფრმაციით,  გრიგოლ ნარსია დიდი ხნის წინ, დაცვის პოლიციაში მუშაობდა, ახლა კი, უმუშევარი იყო. ადვოკატი ფიქრობს, რომ მუხლები, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, საბოლოოდ, გამოყენებული არ იქნება.

20 სექტემბერს  ქუთაისში, 38 წლის გრიგოლ ნარსია, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა. ის  2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსულ დროშას ითხოვდა. თავდამსხმელმა  ბანკში იმდროისთვის მყოფი 14 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:31 / 06.12.2024
" გაიფიცე! გაფიცვა შენი კონსტიტუციური უფლებაა" - ქუთაისელმა აქტივისტებმა ამ შინაარსის პლაკატი იუსტიციის სახლში შეიტანეს და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
საპროტესტო აქციებზე რვა დღის განმავლობაში,  დაკავებულია 338
პირი.
14:20 / 06.12.2024
საპროტესტო აქციებზე რვა დღის განმავლობაში,  დაკავებულია 338 პირი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.