ახალი ამბები
ქუთაისში, ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული მძარცველია შეჭრილი
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან.

პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული

სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.