ახალი ამბები
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იზრდება
FaceBook
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას სიჩქარის გადაჭარბება იზრდება.
ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, მკაცრდება ჯარიმა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვების შემთხვევაში. აღნიშნული გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

„ცვლილება შედის 125-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად იქნება 600 ლარი.

იზრდება სანქცია 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, პროექტით ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიდან გამოიყოფა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება. აღნიშნული გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, დაკონკრეტდა, რომ ეს სამართალდარღვევა გულისხმობს შემთხვევის ადგილის მიტოვებას, როგორც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებით, ისე მის გარეშე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.