ახალი ამბები
საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს
FaceBook
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ქვეყანაში ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს.

საუბარია ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ქვეყანაში „ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

„აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ავტომობილის ემისიის სტანდარტი, ანუ შევზღუდოთ ძველი და ბინძური ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში. ამის გარეშე ამ პროცესის [ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება] დაჩქარება გაძნელდება.

ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ჩავატარეთ მოკვლევა, თუ რომელი ემისიის სტანდარტის შემოღება არის რეალისტური საქართველოში ამ პერიოდისთვის. იცით, რომ როგორც საწვავებს აქვთ ევროსტანდარტები, ისე აქვს ავტომობილებსაც და ჩავატარეთ კვლევა, რომ დაგვედგინა, ევროსტანდარტის ქვემოთ რომელი ავტომობილის აკრძალვა შეიძლება და ამ კვლევამ გამოავლინა, რომ ევრო 5 სტანდარტის შემოღება რეალისტურია ქვეყანაში.

ტექნიკური რეგლამენტის სამუშაო ვერსია შემუშავებულია, უბრალოდ აღსრულების მექანიზმია ახლა შესათანხმებელი, თუ როგორ მოხდება საზღვარზე ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის დროს ამის გაკონტროლება და აღსრულება, რომ ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილი ვეღარ დარეგისტრირდეს ჩვენ ავტოპარკში. აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება”, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

ipn
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.