ახალი ამბები
ავტომობილის გზაზე მიტოვებაზე ჯარიმა ორმაგდება
FaceBook
ავტომობილის დიდი ხნით საპარკინგე ზოლში გაჩერებაზე ჯარიმა ორმაგდება.


ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა.


როგორც ამ ცვლილების ერთ-ერთმა შემოქმედმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ამ ცვლილებით მათ შორის ხდება ფულადი სანქციის გაზრდა იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ავტომობილი თვეობით, წლობით არის გაჩერებული (მიტოვებული) საპარკინგე ადგილზე, რც დისკომოფრტია მოსახლეობისთვის, რადგან ვერ ახერხებენ საკუთარი ავტომობილების გაჩერებას.

„ჩვენ გვინახავს არაერთი ძველი მანქანა საპარკინგე ადგილას, რომელიც 2 და 3 წელი დგას ერთ კონკრეტულ მისამართზე. ამისთვის არსებობს სპეციალური კერძო ავტოსადგომები, თვითონ იმ ადამიანს აქვს კერძო საკუთრება, სადაც შეუძლია რომ გააჩეროს გამოუყენებელი ავტომობილი და საპარკინგე ადგილი არ დაიკავოს,“-აღნიშნა დავითულიანმა.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის გზაზე მიტოვების შემთხვევაში კანონში შესული ცვლილებით, პირი აქამდე არსებული 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება.

bpn.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან
დამატებით 4 მილიონი ლარი გამოიყო.
12:15 / 04.07.2025
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 4 მილიონი ლარი გამოიყო.
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც 127-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო
აქციებს მართავენ და ორ კვირაზე მეტია, შიმშილობენ, საქართველოს
მთავრობას, კერძოდ, კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ
მიმართავენ.
11:25 / 04.07.2025
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც 127-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და ორ კვირაზე მეტია, შიმშილობენ, საქართველოს მთავრობას, კერძოდ, კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.