ახალი ამბები
გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში - ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 7 თვის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში უპრეცედენტოა.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„წინა კვირას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელმაც 10.3% შეადგინა, ბოლო 7 თვის განმავლობაში ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე მთელ მსოფლიოში. იმიტომ რომ უკრაინის ფონზე ძალიან დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ ეს პრობლემები გადაცემულია მთელ მსოფლიოზე.

ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას ახერხებს, რაც მისასალმებელია.  მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ქვეყანაში ექსპორტი 40%-ით არის გაზრდილი, ხოლო ფულადი გზავნილები 46.8%-ით გაიზარდა და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ბიზნეს სექტორის ბრუნვა იანვარ-ივნისში 25% გაიზარდა. ასევე, გაიზარდა დასაქმებული ადამიანების რაოდენობა როგორც პირველ ასევე მეორე კვარტალში“,
- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.