ახალი ამბები
პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება
FaceBook
პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს პლენარული სხდომით გაიხსნება.

ხვალ ჩანიშნულია ბიუროს სხდომაზე, მოხდება იმ კანონპროექტების ინიცირება, რომლებიც მთავრობამ და დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ივლის-აგვისტოში წარუდგინეს.

საშემოდგომო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში მსჯელობა დაიწყება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებზე. 15 სექტემბრამდე სამუშაო ჯგუფები საქმიანობას შეაჯამებენ და ცვლილებების ინიცირების ეტაპზე გადავლენ. საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, პარლამენტს მოუწევს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც. მათ შორის, ასარჩევია ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი აღნიშნული კანდიდატურების მხარდაჭერას არ აპირებს და მიზეზად გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის არწარდგენას უთითებს. პროცედურით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ორი კენჭისყრით ხდება. პირველ შემთხვევაში საჭიროა 100 ხმა, მეორე შემთხვევაში – 76. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრაზე აღნიშნული კანდიდატურები ჩავარდება, პროცესი თავიდან დაიწყება.

ასევე პარლამენტი იმსჯელებს ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოზეც. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ ვეტო დაძლიოს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარუდგინა. ამასთან, საშემოდგომო სესიაზე მოსასმენია რამდენიმე უწყების წლიური ანგარიშიც. მათ შორის, სახალხო დამცველის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის. პარლამენტს მსჯელობა მოუწევს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზეც, რომელიც პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე უნდა წარედგინოს და საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცოს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #პარლამენტი
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.