ახალი ამბები
ირაკლი ალასანია ქუთაისსა და ცენტრს შორის შიდა პარტიულ დაპირისპირებაზე განმარტებას აკეთებს
FaceBook
"უახლოეს პერიოდში გავხსნით ახალ ოფისს ქუთაისში"


"ქუთაისიპოსტის" მიერ "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ცენტრთან დაპირისპირების თაობაზე გამოქვეყნებული ვიდეოსიუჟეტის შემდეგ, პარტიის ლიდერი, ირაკლი ალასანია განმარტებას აკეთებს.

ალასანიას განცხადებით, პარტია აქტიურად ახორციელებს სტრუქტურების რეორგანიზაციას და პარტიის განახლება და გაძლიერება მთელი საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს, უკვე წელიწადზე მეტია.

"ჩვენ ვემზადებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელშიც "თავისუფალი დემოკრატების" არსებობის ისტორიაში პირველად, დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში გამარჯვებას და განახლებული, ძლიერი პარტიული ორგანიზაციები ამ წარმატების საყრდენი იქნება.

თბილისში, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების უმეტესობაში, უკვე ჩატარდა სრული რეორგანიზაცია, მოეწყო რაიონული კონფერენციები და შიდაპარტიული არჩევნები, სადაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" აირჩიეს გამგეობები და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები.

რაც შეეხება კონკრეტულად ქუთაისს, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, აქაც ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი წესდების შესაბამისად, რეორგანიზაციის პროცესში, გაუქმდა ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის შიდა სტრუქტურა, შიდა სტრუქტურით განსაზღვრული თანამდებობები და უფლებამოსილებები, ეს პარტიაში ყოველდღიური რუტინული პროცესია და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის ჩატარებამდე, სანამ დელეგატები ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ, ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა დაევალა გიორგი ხაზარაძეს.

გიორგი ხაზარაძის ხელძღვანელობით ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია იწყებს აქტიურ მუშაობას ქუთაისში "თავისუფალი დემოკრატების" შიდაპარტიული არჩევნების ორგანიზებისთვის. ვგეგმავთ, ყველა იმ ადამიანის გაერთიანებას, ვისაც სურვილი აქვს ქუთაისის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ, უახლოეს პერიოდში გავხსნით ახალ ოფისს ქუთაისში, სადაც ყველა გულანთებულ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და შემოგვიერთდეს.

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამებრძოლს მამუკა ხურციძეს , რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა ქუთაისის "თავისუფალ დემოკრატებს". ჩვენთვის, "თავისუფალი დემოკრატებისთვის", მნიშვნელოვანია თითოელი მოქალაქის თანადგომა, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის ადამიანური რესურსი, რომელიც თავს ჩვენი ოჯახის წევრად თვლის და აქვს სურვილი "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად განაგრძოს ბრძოლა ქუთაისის და ქვეყნის საკეთილდღეოდ" - აცხადებს ირაკლი ალასანია.

შიდა პარტიული დაპირისპირება 2016 წლის 10 იანვარს ჩატარებული გამგეობის სხდომის გადაწყვეტილება გახდა. რის გამოც, "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის რაიონული ორგანიზაცია პარტიის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა.

საკადრო ცვლილებას ქუთაისის რაიონულ ორგანიზაციაში ლიკვიდაციად აფასებენ.


ამავე თემაზე:

ცენტრთან დაპირისპირება და ყრილობის მოლოდინში მყოფი ქუთაისელი დემოკრატები (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.